რადამ დეპუტატ გეო ლეროსს სხდომებში მონაწილეობა შეუზღუდა, თავად დეპუტატი ამის მიზეზად ანდრეი ერმაკის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ასახელებს

19:05, 23.02.2023

უკრაინის უმაღლესმა რადამ დეპუტატ გეო ლეროსს სესიის ბოლომდე სხდომებში მონაწილეობა აუკრძალა. შესაბამის გადაწყვეტილებას 261-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტმა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მისამართით გამოთქმული კრიტიკისთვის მიიღო.

8 თებერვალს უმაღლესი რადას სხდომის დროს გეო ლეროსმა ანდრეი ერმაკის სახელმწიფო ღალატისთვის დაპატიმრება მოითხოვა და მას „ფე-ეს-ბე-ს ტილი“ უწოდა.

მსგავსი