რაჭაში დაკარგული 21 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
რაჭაში დაკარგული 21 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

რაჭაში 21 წლის მამაკაცი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შოთა სამხარაძე კურორტ შოვის ტერიტორიაზე 14 იანვრის ღამეს გაუჩინარდა.

როგორც პირველ არხთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ტარიელ დალაქიშვილმა განაცხადა, დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სამძებრო სამუშაოები აღდგება.

„იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს ექნება რაიმე დამატებითი ინფორმაცია დაკარგულის შესახებ, ჩვენ აღვადგენთ სამძებრო სამუშაოებს“, – განაცხადა ტარიელ დალაქიშვილმა.

შეგახსენებთ, 21 წლის მამაკაცი  ძველით ახალი წლის ღამეს დაიკარგა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამძებრო სამუშაოები 10 დღის განმავლობაში აწარმოა. ძებნაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობაც, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის პოვნა ვერ მოხერხდა.