რაბიოს „ბარსელონა“ ხუთ მილიონ ევროდ შეიძენს 
რაბიოს „ბარსელონა“ ხუთ მილიონ ევროდ შეიძენს 

პსჟ-ს ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა„ბარსელონაში“ გადავიდეს. როგორც AS იტყობინება, 23 წლის ფრანგის ტრანსფერი ხუთ მილიონად ფასდება, ხოლო მის წლიურ შემოსავლად 10 მილიონი ევრო სახელდება. ცოტა ხნის წინ რაბიომ პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთობაც გაფუჭდა და მისი გასხვისება ზამთარში გადაწყვიტეს. იტყობინებიან, რომ ბონუსის სახით 10 მილიონ ევროს ფეხბურთელის დედაც მიიღებს, რომელიც მისი აგენტია.