რაბიომ „ბარსელონასთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა
რაბიომ „ბარსელონასთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა

საფრანგეთის ჩემპიონის „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობის დიდი სურვილის მიუხედავად, ადრიან რაბიო კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.

ფეხბურთელს პარიზელებთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება, იანვარში კი უფლება აქვს, მისთვის სასურველ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს. ამასთან დაკავშირებით, Mundo Deportivo-მ ინფორმაცია უკვე გაავრცელა. კერძოდ, რაბიომ ​პირადი კონტრაქტის პირობები „ბარსელონასთან“ შეათანხმა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის რაბიომ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.