რა ვითარებაა დმანისში, სადაც დაპირისპირება გრძელდება [ვიდეო]

დმანისის შესასვლელთან, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა, დამატებითი საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დილიდან ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა რამდენჯერმე მოუწოდეს დაპირისპირებულ მხარეებს, დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, თუმცა ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს მაინც დაუპირისპირდა. ისინი დმანისში გუშინდელი ინციდენტისას დაკავებულებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას გეგმავდნენ და ცენტრისკენ გადაადგილების უფლებას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

 

დატოვე კომენტარი