რა ვითარებაა ამ დროისთვის პარლამენტთან [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი ამ დრომდე რჩება.

სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, ადგილზე შეკრებილები ცეკვავენ, მღერიან და სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებული. ერთ-ერთმა მომიტინგემ ადგილზე ჰამაკიც დაკიდა.

პარლამენტის შენობა გვიან ღამით დატოვეს სამართალდამცველებმა, აქციის პერიმეტრზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რჩებიან.