რა შეემთხვა სინამდვილეში გრიგალავას ცსკა-სთან - კონფლიქტი ბერეზუცკების რეპლიკას მოჰყვა, „ჩემპიონატი“ კი ქართველის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე წერს #1TVSPORT
სპორტული პროფილის იურისტმა, არტიომ პატევმა ტულას „არსენალის“ ფეხბურთელებზე, გია გრიგალავასა და გურამ აჯოევზე ილაპარაკა – რა სასჯელი შეიძლება ელოდეთ, თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ისინი ცსკა-ს მწვრთნელებს თავს დაესხნენ.
გამოცემა „ჩემპიონატი“ ამტკიცებს, რომ კონფლიქტი მოხდა ტულის ცენტრალურ სტადიონის გასახდელებთან, რუსეთის თასზე „არსენალისა“ და ცსკა-ს მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა, ფეხბურთელები მწვრთნელებმა გაიყვანეს.
„თუკი ეს ეპიზოდი ნამდვილად მოხდა, მაშინ შესაძლებელია სპორტული სანქციების დაწესებაც და ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც. გააჩნია, ზუსტად რა მოხდა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სინამდვილეში რა მოხდა, რა გარემოებებია და ა.შ. ინციდენტის გარემოებიდან გამომდინარე, ფიზიკური ზეწოლის მცდელობის ან ფიზიკური ზემოქმედებისათვის შესაძლებელია ჯარიმა ან დისკვალიფიკაცია სამი მატჩიდან ორ წლამდე ვადით“, – თქვა პაცევმა „ჩემპიონატისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
თუმცა, ეს ამბავი ცოტა სხვაგვარად იყო. მეტოქის უხეშობით გაბრაზებული გია გრიგალავა და უმცროსი აჯოევი გასახდელისკენ მიმავალ გზაზე პრეტენზიებს გამოხატავდნენ, რაზეც მათ ძმები, ალექსეი და ვასილი ბერეზუცკებმა (ცსკა-ს მწვრთნელები) შეურაცხყოფა მიაყენეს და ყველაფერი ამით დაიწყო. რუსული მედია გრიგალავასა და უმცროსი აჯოევის ბრალზე წერს, მაგრამ კონფლიქტი მოსკოველთა მწვრთნელების შეურაცხმყოფელ ფრაზას რომ მოჰყვა, ამაზე მხოლოდ მინიშნებებს აკეთებენ.