რა ხდება კლინიკაში, რომელსაც მოქალაქეები, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი მედიკამენტით აცრაში ადანაშაულებენ

ხმაურია გოგელიას კლინიკაში – გვაქვს თუ არა საქმე თაღლითურ სქემასთან, ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის. სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო აცრაზე მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ, ოთხკომპონენტიანი ფრანგული ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს, რაშიც წინასწარ 75 ლარი გადაახდევინეს.

კლინიკის წარმომადგენლები მედიასთან არ ჩნდებიან და კომენტარს არ აკეთებენ. ადგილზე პოლიცია იმყოფება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.