რა ხდება ევროპის ქალაქებში კორონავირუსის პანდემიის დროს [ვიდეო]

რა ხდება ევროპის სხვადასხვა დიდ ქალაქში კორონავირუსის პანდემიის დროს – კადრები საქართველოს პირველ არხს ევროპის ქალაქებში მცხოვრებმა ქართველებმა მიაწოდეს.

კადრებში ასახულია ვითარება მილანში, ვენაში, ლონდონსა და ლეიმუიდენში. ვიდეო ჩანს ხალხისგან დაცარიელებული ქუჩები, დაკეტილი მაღაზიები და ტურისტული ადგილები.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 372 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 16 381, ხოლო გამოჯანმრთელდა 100 ათასზე მეტი.