რა ხდება ამ წუთებში ლიეჟში მდებარე დარბაზში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრამდე - ჩემო მიშა, შენ ხარ ჩემი სიზმარი [ფოტო, ვიდეო]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს. ის ცოტა ხნის წინ შევიდა ლიეჟში მდებარე კონგრესების სასახლეში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან შეხვედრა უნდა გაიმართოს.

შეხვედრის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიესალმა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.