რა ხდება ამ დროისთვის პარლამენტთან [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეთა და ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი რჩება.

აქციაზე სიტყვით გამოსვლები დასრულდა. ამ დროისთვის ადგილზე შეკრებილები ცეკვავენ და მღერიან.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტის წინ ჰამაკიც დაკიდა.