ქვიშის ქარიშხალმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პრობლემები შექმნა
ქვიშის ქარიშხალმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პრობლემები შექმნა

ქვიშის ქარიშხალმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პრობლემები შექმნა.

როგორც თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, ქვიშის ქარიშხალმა ხილვადობა შეამცირა, რის გამოც საცობები შეიქმნა.

ასევე, ძლიერმა ქარმა გაანადგურა ფერმერთა კარვები ქალაქის შემოგარენში.

კატასტროფებზე რეაგირების სამსახური მზადყოფნაშია მოყვანილი. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.