ქვიშის ფრენბურთი | თბილისში საერთაშორისო ჩემპიონატი „ქართველას თასი“ გაიმართა #1TVSPORT
26-დან 29 სექტემბრის ჩათვლით თბილისში ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი „EEVZA TOUR ქართველას თასი“ გაიმართა.
„ქართველას თასზე“ მონაწილეობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს. მათ შორის: საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წყვილებმა.
„ქართველას თასის“ გამარჯვებული უკრაინული წყვილი ვიტალი სავინი და ანტონ მოისეიევი გახდნენ, ვერცხლის მედლები ლიეტუვის წარმომადგენლებმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს უკრაინელი სპორტსმენები დაეუფლნენ.
დაჯილდოების შემდეგ ჯგუფი „ფრანის“ კონცერტი გაიმართა.
ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრენბურთის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის კონფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ „ქართველას თასი“ 2009 წლიდან იმართება და მისთვის სპეციალურად შეიქმნა ჰიმნიც, რომელსაც ჯგუფი „ფრანი“ ასრულებს. ტრადიციული ტურნირის მიზანია პირველი ქართველი ლიბეროსა და საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრის, დავით ქართველიშვილის ხსოვნის უკვდავყოფა, ქვიშის ფრენბურთის პოპულარიზაცია და მისი დონის ამაღლება საქართველოში.