ქვიშის ფრენბურთი | საქართველოში 18-წლამდე ფრენბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა #1TVSPORT
კახეთში ქვიშის ფრენბურთში 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირს საქართველომ პირველად უმასპინძლა და მასში მონაწილეობას როგორც გოგონები, ასევე ვაჟებიც იღებდნენ.
შეჯიბრების შესახებ კომენტარი ტურნირის დირექტორმა, ბოიანა ბოგიჩევიჩ დუკიჩმა და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ქართველიშვილმა გააკეთეს.
ბოიანა ბოგიჩევიჩ დუკიჩი: „ჩვენ ძალიან ვისიამოვნეთ ამ ღონისძიებით. ხუთი დღის განმავლობაში 180 მატჩი ჩატარდა. თითოეული დელეგაცია კმაყოფილია. მინდა, პერსონალური მადლობა გადავუხადო საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას ჩემპიონატისა და დელეგაციების მასპინძლობისთვის, აქ 34 ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიმედოვნებთ, საქართველოს ხშირად ვიხილავთ ქვიშის ფრენბურთის რუკაზე“.
გიორგი ქართველიშვილი: „გვიხარია, რომ ეს ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდა. საერთაშორისო დონეზე ეს ტურნირი დადებითად შეფასდა, რითიც ვამაყობთ. ვიმედოვნებთ, მომავალ წლებში უფრო უკეთეს და მასშტაბურ ღონისძიებებს ჩავატარებთ“.