ქვიშის ფეხბურთი | საქართველოს ნაკრების მწვრთნელი - ესტონეთთან მოგებაში მთავარი როლი გულშემატკივრებმა ითამაშეს #1TVSPORT
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრების იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო დე ჩელისიმ კომენტარი გააკეთა ევროპის ლიგის A დივიზიონის პირველ მატჩზე, სადაც „ჯვაროსნებმა“ ესტონეთი დაძაბული ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს.
„დღევანდელ თამაშში მთელი სული და გული ჩავდეთ და ამან შედეგი გამოიღო. ჩვენმა მეკარემ და დაცვის ხაზმა ძალიან კარგად ითამაშეს, შეტევაში უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ.
მოგებაში გადამწყვეტი იყო ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა. დღევანდელი მატჩის მსგავსად, შვეიცარიის წინააღმდეგაც სრული კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ საკმაოდ რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია“.
საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას შვეიცარიასთან 19 ივლისს ჩაატარებს. მატჩი ბათუმის ქვიშის არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს „პირველი არხი სპორტი“ და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ.