ქვიშის ფეხბურთი | საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ქვიშის ფეხბურთი | საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩში შვეიცარიას დაუპირისპირდა და 3:12 დამარცხდა.

ბათუმის ქვიშის არენაზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში გოჩა მახარაძემ გახსნა, თუმცა შვეიცარიელებმა მალევე მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და დამაჯერებელ გამარჯვებასაც მიაღწიეს.

საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ ერთი მოგებითა და ერთი წაგებით პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. შემდეგი ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ქართველ ფეხბურთელებს პორტუგალიის ნაკრების დამარცხება სჭირდებათ.

საქართველო-პორტუგალიის მატჩი ბათუმის ქვიშის არენაზე 20 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.