ქვიშის ფეხბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ლიგის B დივიზიონის სამეულში მოხვდა #1TVSPORT

13:03, 20.07.2026

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა ბათუმის ქვიშის არენაზე გამართულ ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშებაში მესამე ადგილი დაიკავა.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლატვიასთან დრამატულ შეხვედრაში 4:5 დამარცხდა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში ნორვეგიას დაუპირისპირდა და მეტოქე 6:3 დაამარცხა.

რაც შეეხება ტურნირის ფინალს, აზერბაიჯანის ნაკრებმა ლატვიას 4:0 სძლია და მომავალი სეზონიდან A დივიზიონში იასპარეზებს.

მსგავსი