ქვიშის ფეხბურთი | ევროპის ლიგის A დივიზიონში საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ბათუმში, ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის A დივიზიონის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდს, პორტუგალიას შეხვდა და 2:12 დამარცხდა.
ორი ტურის შემდეგ თითო მოგებითა და წაგებით „ჯვაროსნებს“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო, რადგან მეტოქე ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი გახლდათ.
პორტუგალიამ ფავორიტობა თამაშით დაამტკიცა. პირველი პერიოდი 3:0 მოიგო, მეორე პერიოდი 6:2 დასრულდა – „ჯვაროსნებიდან“ თავი ზვიად შამილიძემ და გიორგი დიაკვნიშვილმა გამოიჩინეს. დასკვნითი პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ვითარება ვერ შეცვალა, პორტუგალიელებმა კი კიდევ სამი ბურთი გაიტანეს.
საბოლოოდ, პორტუგალაიმ 3 თამაშიდან 3 მოგებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე შვეიცარია გავიდა, ხოლო საქართველომ ესტონეთს გადაასწრო და მესამე პოზიციაზეა.