ქვიშის ფეხბურთი | ევროპის ლიგა - საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ცნობილია #1TVSPORT
ქვიშის ფეხბურთი | ევროპის ლიგა - საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ცნობილია #1TVSPORT

გაირკვა ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩების განრიგი. შეჯიბრებას ბათუმი უმასპინძლებს. შეხვედრები 18-20 ივლისს ბათუმის ქვიშის არენაზე გაიმართება.

გათამაშებაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები პორტუგალიის, შვეიცარიის და ესტონეთის ნაკრებები იქნებიან. B ჯგუფში იასპარეზებენ ბელარუსი, გერმანია, ჩეხეთი და თურქეთი.

ბათუმის ქვიშის არენა ტურნირის მიმდინარეობისას დღეში ოთხ შეხვედრას უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

18 ივლისი | საქართველო – ესტონეთი | 21:00
19 ივლისი | საქართველო – შვეიცარია | 21:00
20 ივლისი | საქართველო – პორტუგალია | 21:00

ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის მატჩები ბათუმში პირველად გასულ წელს ჩატარდა. 2024 წლის გათამაშებაში საქართველომ B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა A დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა.