ქვიშის ფეხბურთი - ჩემპიონატის პირველ ეტაპს შეკვეთილი უმასპინძლებს
ქვიშის ფეხბურთი - ჩემპიონატის პირველ ეტაპს შეკვეთილი უმასპინძლებს

შეკვეთილში ქვიშის ფეხბურთში საქართველოს მე-6 ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩატარდება.

მატჩები 21-23 ივნისს გაიმართება. ორგანიზატორები საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და აჭარის ფეხბურთის ფედერაცია არიან.

პირველობისთვის რვა გუნდი იბრძოლებს. ჩემპიონატი სამი ეტაპისგან შედგება. ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი საქართველოს 2020 წლის ევროპის ჩემპიონთა საკლუბო თასზე წარადგენენ.

ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებით საქართველოს ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც 5-7 ივლისს პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები დანიის, ბულგარეთისა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.

საქართველოს მე-6 ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობენ თბილისის UG, თელავის „კახეთი“, ოზურგეთის „შევარდენი“, ბათუმის „ბსუ“, ფოთის „ჭაბონამა“, ბათუმის „საზღვაო აკადემია“, ბათუმის „დინამო“ და ქუთაისის „ქუთაისი“.