ქვიშის ფეხბურთი | ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა თასზე პირველ მატჩს დღეს ჩაატარებს
ქვიშის ფეხბურთი | ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა თასზე პირველ მატჩს დღეს ჩაატარებს

პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება დაიწყო. მეხუთე წელია, რაც ბათუმის „დინამო“ გათამაშებაში მონაწილეობს.

ბათუმელები ნაზარეში არიან და ვარჯიშობენ, პირველ შეხვედრას კი დღეს პორტუგალიურ „ნასიონალთან“ ჩაატარებენ. შეხვედრა თბილისის დროით 17:15 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ინტერნეტ-რეპორტაჟებს გუნდი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განახორციელებს.

ჯგუფში ბათუმელთა მეტოქეები არიან პორტუგალიის „ნაციონალი“, ბელარუსის „გროდრნოობლსპორტი“ და რუსეთის „კრისტალი“.

ბათუმის „დინამო“ ქვიშის ფეხბურთში ევროპულ რეიტინგში მეათე ადგილზეა. ამჟამად ბათუმელთა შემადგენლობაში ოთხი ლეგიონერია – თითო არგენტინელი და ესპანელი, ორიც ურუგვაელი. გუნდის მთავარი მწვრთნელი ესპანელი ჟერონ რანე ფრანჩესია.