ქვისცვენისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე გადაადგილება იზღუდება
ქვისცვენისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე გადაადგილება იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვისცვენისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ100 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე 23 მარტის 21:00 საათიდან 24 მარტის 08:00-საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.