ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე 17 აპრილის 09:00 საათამდე მოძრაობა აკრძალულია
ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე 17 აპრილის 09:00 საათამდე მოძრაობა აკრძალულია

გზების დეპარტამენტის​ ცნობით, ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე 17 აპრილის 09:00 საათამდე მოძრაობა აკრძალულია.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაძლიერებული ქვისცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 16 აპრილის 20:50 საათიდან 17 აპრილის 09:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.