ქვილითაიას კვიპროსის ერთ-ერთი ლიდერი იწვევს - მისი შენარჩუნების მცდელობებს „ანორთოსისიც“ აგრძელებს #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიას ტრანსფერის გამოსყიდვა კვიპროსული ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერ გუნდს სურს, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „ბალას“ ავრცელებს.
„ჩვენი ინფორმაციით, „ანორთოსისის“ გარდა, კვიპროსის კიდევ ერთმა დიდმა გუნდმა გააგზავნა შეთავაზება ბელგიის „გენტში“, რათა გიორგი ქვილთაიას ტრანსფერი გამოისყიდოს. შეთავაზებაში გათვალისწინებულია ბელგიური კლუბისთვის მისაცემი დიდი თანხა, რომელსაც ქართველი თავდამსხმელის უფლებები 2022 სეზონის ბოლომდე ეკუთვნის. მიიღებენ თუ არა წინადადებას, ეს ბელგიელების საქმეა. ქვილითაია კი, როგორც ამბობენ, დაჰპირდა თემურ ქეცბაიას, რომ თუ კვიპროსზე კვლავ ჩავა, მხოლოდ „ანორთოსისში“ ითამაშებს“, – წერს გამოცემა.
გიორგი ქვილითაიას „ანორთოსისში“ იჯარა დაუსრულდა და „გენტს“ დაუბრუნდება. ფამაგუსტას გუნდის ხელმძღვანელებმა ქართველი თავდამსხმელი შენარჩუნების სურვილი გამოხატეს, მაგრამ ეს რთული საქმე იქნება, რომელშიც ბელგიური კლუბი 500 ათას ევროს ითხოვს.
„ანორთოსისში“ კარგად იციან ბელგიური გუნდის მოთხოვნები, რომელსაც ფეხბურთელის უფლებები ეკუთვნის, მაგრამ ქვილითაიას შენარჩუნების მცდელობები გაგრძელდება, რადგან ის არის მოთამაშე, რომელსაც გუნდის დახმარება შეუძლია.