მიქაუტაძე ბელგიის 1B ლიგის საუკეთესო ფეხბურთელების ნომინაციაშია #1TVSPORT
მიქაუტაძე ბელგიის 1B ლიგის საუკეთესო ფეხბურთელების ნომინაციაშია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „სერენის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბელგიის 1B ლიგის საუკეთესო ფეხბურთელების ნომინაციაში მოხვდა, სადაც მასთან ერთად „უნიონის“ თავდამსხმელი დანტე ვანზეირი და „ლომელის“ კოლუმბიელი თავდამსხმელი მარლოს მორენო მოხვდნენ (რომელიც „მანჩესტერ სიტიდან“ იჯარით დაიმატეს), – ინფორმაციას ბელგიური ინტერნეტ-გამოცემა dhnet ავრცელებს. 

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის 1B ლიგაში დასრულებულ სეზონში გაიბრწყინა, ჯერ ლიგის ბომბარდირი გახდა (19 გოლი 21 მატჩში), მერე „სერენის“ ქართველმა გოლეადორმა „ვაასლანდ-ბევერენს“ პლეი ოფის ორ მატჩში სამი გოლი გაუტანა და გუნდი მთავარ ბელგიურ დივიზიონში გადაიყვანა.

„გიორგი მიქაუტაძე – თავდამსხმელი, რომელიც „მეცმა“ „სერენგში“ იჯარით გაუშვა, მთელი წლის განმავლობაში შთამბეჭდავი იყო. 19 გოლით სერიის საუკეთესო ბომბარდირი ემილიო ფერერას („სერენის“ მწვრთნელი) მეორე ადგილზე დაწინაურებული გუნდის ყველაზე დიდი აქტივი იყო. ქართველი „ვაასლან-ბევერენის“ წინააღმდეგ პლეი-ოფში სამი გოლით და ორი საგოლე პასით საუკეთესო მოთამაშე გახდა. წარმოუდგენელი და ტექნიკური ბომბარდირი ბელგიის 1B ლიგის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა“, – წერს ბელგიური ინტერნეტ-გამოცემა dhnet.