ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა

11:19, 25.07.2026

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა.

ელექტროენერგია თბილისსა და რეგიონების ნაწილში ავარიულად დილით, 08:00 საათზე გაითიშა.

როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს, ავარიის დაფიქსირებისთანავე დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა და ელექტროენერგიის მიწოდება 10:15 საათისთვის სრულად აღდგა.

„ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“, – აღნიშნულია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.

ამასთან, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო შეფერხება იყო თბილისის მეტროსა და საქართველოს რკინიგზაში. ამ დროისთვის მათი მუშაობაც განახლებულია.

მსგავსი