მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთში არ ყოფილა ისეთი მძიმე დღეები, როგორიც ახლა უდგას – ცხადია, მიზეზი კოროვირუსის პანდემიაა.
ამის გამო, ევროპაში უეფამ ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო აქტივობები ყველა დონეზე შეაჩერა, საკლუბოც და სანაკრებო ტურნირებიც გაურკვეველი ვადებით გადაიდო.
ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ ასევე შეაჩერა საფეხბურთო ჩემპიონატები. მაგრამ არიან გამონაკლისები, სადაც თამაშები დროებითაც არ გადადებულა. იმ იშვიათი ქვეყნების რაოდენობა, სადაც სეზონი გრძელდება და მატჩები გრაფიკის მიხედვით გაიმართება, 10-საც ვერ აღწევს.
ჩემპიონატისა და თასის მატჩები უკრაინაში გრძელდება, მაგრამ – მაყურებლების გარეშე.ასევე გრძელდება თურქეთის, აზერბაიჯანის, სერბეთის, რუსეთის, ყაზახეთისა და უნგრეთის ჩემპიონატები. ასევეა ბელორუსში, სადაც შაბათ-კვირას ეროვნული თასის დაპირისპირებები გაიმართება.