ქვემო ქართლში სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ქვემო ქართლში სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოდან სხვისი კუთვნილი მოტოციკლეტი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.

„ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბ.მ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ მოპარული მოტოციკლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.