ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა

11:55, 12.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„დაკავებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

ამჟამად დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი