ქვემო ქართლში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ქვემო ქართლში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქვემო ქართლის მხარისა და რუსთავის ხელმძღვანელმა პირებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო მუსიკალურმა ანსამბლმა „მე რუსთველი“. წარმოდგენილი იყო თემატური გამოფენა.