ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

00:28, 22.11.2026

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

მთავრობის განკარგულებით, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა.

მსგავსი