ქუთაისში ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს
ქუთაისში ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს

ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს.

როგორც მაღაზიის თანამშრომლები აცხადებენ, დილით, დაახლოებით 05:00 საათზე, მარკეტში დანით შეიარაღებული ოთხი პირი შევიდა და მაღაზიიდან დაახლოებით 4000 ლარი, სასმელები და სიგარეტი წაიღეს.

„სალაროდან წაიღეს თანხა, დაახლოებით 4 000 ლარი, ასევე ალკოჰოლური სასმელები და დიდი რაოდენობით სიგარეტი. როგორც ვიცი, ოთხი პიროვნება იყო და დანით შეიარაღებულები იყვნენ“, – განაცხადა პირველ არხთან მაღაზიის თანამშრომელმა ირმა ბანძელაძემ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.