ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა
ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, შემთხვევა ერთ-ერთი მობინადრის აბაზანაში მოხდა. მეზობლები ყვებიან, რომ დედას ნგრევის ხმა მოესმა და მცირეწლოვანი ბავშვის აბაზანიდან გამოყვანა მოასწრო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჭერი ვარდება. შენობა უხარისხოდაა ნაშენები და ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია“,- განუცხდა პირველ არხს სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებმა მზევინარ მიქაძემ.

სოციალურ საცხოვრისში 80 ოჯახი ცხოვრობს. ნიკეას ქუჩაზე ხუთსართულიანი ნაგებობა ქუთაისის მერიამ უსახლკარო მოქალაქეებისთვის გასულ წელს ააშენა.