ქუთაისში სარეზერვო გუნდი ჩამოაყალიბეს – „ტორპედო 2“ მეხუთე ლიგაში ითამაშებს #1TVSPORT

23:11, 06.01.2024

ახალი სეზონიდან ქუთაისის „ტორპედო 2“ შეიქმნება, რომელიც ასპარეზობას საქართველოს მეხუთე ლიგიდან დაიწყებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქუთაისის „ტორპედო 2“-ის საშუალებით აკადემიაში მოთამაშე ნიჭიერ ფეხბურთელებს პროფესიონალურად გაზრდის შესაძლებლობა მიეცემათ. ეტაპობრივად მთავარ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება მოხდება.

ახლადჩამოყალიბებული გუნდის მთავარ მწვრთნელად გიორგი გრძელიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე „ტორპედოს” 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, მის ასისტენტად კი ახალო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი შოთა ბაბუნაშვილი იმუშავებს.

„ტორპედოში“ დაბრუნდნენ კლუბის ვეტერანები ზურაბ იონანიძე და მიხეილ (იურა) კვერნაძე, რომლებიც თავიანთი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით ჩაერთვებიან კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების სელექციასა და სკაუტინგში, ამავე მიმართულებით აკადემიის საქმიანობაში“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

მსგავსი