ქუთაისში, სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სეიფი მოიპარეს, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი
ქუთაისში, სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სეიფი მოიპარეს, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინტელექსპრესიდან“ სეიფი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, ობიექტიდან წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები.

უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ასე შეაღწიეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

„ინტელექსპრესის“ ადვოკატის თქმით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ, ობიექტი დატოვეს, რა დროსაც, ქურდებმა წასვლა მოახერხეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცველებმა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ამოიღეს და ადგილობრივები გამოკითხეს.

შსს მომხდარ ფაქტს სსკ-ის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.