ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებისთვის სცენა და დეკორაციები ეწყობა

18:53, 25.05.2018

ქუთაისში 26 მაისისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქალაქის ისტორიულ რეაბილიტირებულ უბანში სცენა და დეკორაციები ეწყობა.

დამოუკიდებლობის დღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 12:00 საათიდან სამხედრო ტექნიკა ფალიაშვილის ქუჩაზე გამოიფინება.

მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია კულტურული გამოფენა-გაყიდვები, სპორტული შეჯიბრებები და კონცერტები.

საპარლამენტო დედაქალაქში ღონისძიებები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

მსგავსი