მალიში ფრანგული ვერტმფრენის ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
მალიში ფრანგული ვერტმფრენის ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

მალიში ფრანგული ვერტმფრენის ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

აშშ-ში ბაზირებული „სითე ინტელიჯენს გრუფი“ ექსტრემისტების ონლაინ გამოცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ვერტმფრენების შეჯახება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ მათგანს „დასავლეთ აფრიკის პროვინციაში ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ინციდენტს 13 ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დასავლეთ აფრიკაში ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციისთვის ყველა ვარიანტი ღიაა. 2014 წლის აგვისტოს შემდეგ, საფრანგეთმა ანტიტერორისტული მისიის ფარგლებში ბურკინა ფასოში, მალიში, მავრიტანიაში, ნიგერში დაჩადში 4 500-მდე სამხედრო გაგზავნა.