ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ ექიმი, მეან-გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავეს. მას ბრალი ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.