ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექიმი გინეკოლოგი დააკავეს

21:46, 15.02.2019

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ ექიმი, მეან-გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავეს. მას ბრალი ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

მსგავსი