ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხები და კვერცხები ესროლეს [ვიდეო]
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ცოცხები და კვერცხები ესროლეს. ასევე, კარზე მათ საღებავით „საქათმე“ დააწერეს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, „მადლიერების სახლის“ ხელმძღვანელმა, თამთა ბაკურაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნატალია ქუთათელაძეს სახეში კვერცხი ესროლა.