ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 25 კონტაქტია იდენტიფიცირებული

11:55, 23.07.2020

ქუთაისში ეპიდემიოლოგები ინფიცირებული ქალის კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, პაციენტი მომსახურების სფეროში მუშაობდა და ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 25 კონტაქტი.

„გრძელდება კონტაქტების მოძიება, რაც შეეხება იდენტიფიცირებულ 25 პირს, მიმდინარეობს მათი თვითიზოლაციაში და საკარანტინო სივრცეებში გადაყვანის პროცესი, ახლო კონტაქტებს კი ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ“, – განუცხადა გიორგიძემ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან ერთი ქუთაისში დადასტურდა.

მსგავსი