ქუთაისში ღამის განმავლობაში სპეციალური მანქანებით გზები თოვლისგან იწმინდებოდა
ქუთაისში ღამის განმავლობაში სპეციალური მანქანებით გზები თოვლისგან იწმინდებოდა

ქუთაისში მოსულმა თოვლმა ქალაქში არსებულ გზებზე პრობლემები შექმნა.

ააიპ „სპეციალური სერვისების“ ინფორმაციით, მათი სამსახური ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და სპეციალური მანქანებით გზები თოვლისგან იწმინდებოდა.

„პროცესში ჩართულია სპეცტექნიკა. თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აცხადებენ „სპეციალურ სერვისებში“.