ქუთაისში გამოკვლეული კიდევ 11 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

10:29, 21.04.2020

ქუთაისის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან 11 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.

მუკბანიანის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შვიდი პაციენტია შესული და ყველა მათგანს ანალიზს აუღებენ.

მსგავსი