ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში მემორანდუმები გაფორმდება
ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში მემორანდუმები გაფორმდება

საქართველოში, ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმებს ხელს აწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, ქართულ კომპანია „აი გრუფისა“ და ჩინურ კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლები.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროექტის თანახმად, კომპანია „აი გრუპი” ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ეს იქნება რეგიონში ელექტრომობილების წარმოების დაწყების პირველი შემთხვევა.