ქუთაისში ავარიის შედეგად დები დაშავდნენ
ქუთაისში ავარიის შედეგად დები დაშავდნენ

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დები დაშავდნენ.

ავარია ირაკლი აბაშიძის გამზირზე, იუსტიციის სახლის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, გოგონები საავტომობილო გზაზე გადადიოდნენ, რა დროსაც მანქანა დაეჯახათ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.