„ქუთაისმა“ ფიბა ევროპის თასის წლევანდელი გათამაშება „ბალკანის“ ძლევით დაასრულა #1TVSPORT
„ქუთაისმა“ ფიბა ევროპის თასის 2024-25 წლების გათამაშებაში მეექვსე მატჩი გამართა. ეს იყო როგორც ბულგარული „ბალკანის“, ასევე ქუთაისელთა ბოლო მატჩი ამ სეზონში. ჯგუფიდან კი ესპანური „ბილბაო“ და სლოვაკური „პრიევიძა“ გავიდნენ.
„ქუთაისისა“ და „ბალკანის“ პირველი შეხვედრაც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ქართული კლუბის გამარჯვებით დასრულდა. განმეორებითი მატჩიც თანაბარი იყო, ძირითადი დროც ფრედ, 85:85 დასრულდა. ოვერტაიმში ოდნავ უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ და „ქუთაისმა“ სეზონი ორი გამარჯვებით დაასრულა – „ბალკანი“ 93:92 დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდათ ქართველ წინახაზელებს, გიორგი კორსანტიასა და აკაკი დვალიშვილს. პირველმა 18 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, მეორემ – 22 ქულა და 5 მოხსნა. გამთამაშებელმა ჯოინერმა მატჩი 21 ქულით დაასრულა, სმიტმა – 16-ით.
„ბალკანში“ 23 ქულით ჯონსი გამოირჩა, 21 ქულა ჰქონდა პოშტიკოვს.