ქუთაისის „ტორპედოს“ სერბი ახალწვეული - ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ფილიპ კლიაიჩმა იქონია #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ სერბი ახალწვეული - ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ფილიპ კლიაიჩმა იქონია #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეული 30 წლის გამოცდილი სერბი თავდამსხმელი კომნენ ანდრიჩი გუნდთან ერთად კონფერენს ლიგისთვის მზადებას შეუდგა და ახალ გუნდში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

„ქუთაისის „ტორპედოში“ რამდენიმე სერბი და ხორვატი ფეხბურთელი თამაშობდა და თამაშობს. ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ფილიპ კლიაიჩთან საუბარმა იქონია – მან ქუთაისი ძალიან კარგად დამიხასიათა.

კონტრაქტის გაფორმებისთანავე ველაპარაკე მთავარ მწვრთნელს, დირკ შუტერს, რომელმაც მითხრა, რას ითხოვს ჩემგან და გუნდისგან. რაც მითხრა, ყველაფერი მომეწონა.

„ტორპედოს“ გულშემატკივრებს ვპირდები, რომ გუნდის წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები. იმედია, კონფერენს ლიგაზე ერთად შევძლებთ და ყაზახური „ორდაბასის“ ბარიერს დავძლევთ“, – ამბობს კომნენ ანდრიჩი.

კომნენ ანდრიჩმა კარიერა სერბულ „რადნიჩკიში“ დაიწყო, თამაშობდა ზაგრების „დინამოში“, სადაც სამჯერ გახდა ხორვატიის ჩემპიონი, ერთხელ – თასის მფლობელი. 2022 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ს „კლერმონში“ გამოდიოდა, ბოლოს ხორვატულ „რიეკაში“ იყო, საიდანაც „ტორპედოს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.