ქუთაისის „ტორპედოს“ გენერალური დირექტორი - პროფლიგაზე შეთანხმება სპონსორი გამო ვერ ხერხდება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა, დავით დოლაბერიძემ საქართველოს პირველ არხთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, როს გამოც პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენა ვერ ხერხდება.
„პროფლიგასთან დაკავშირებით კლუბები უნდა შევიკრიბოთ და ყველა მნიშვნელოვან თემაზე ვიმსჯელოთ. არის საკითხები, რაზეც ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
მაგრამ იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ეს საკითხი მოგვარდება და პროფლიგა შეიქმნება, რაც ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის უფრო ეფექტური ქნება.
ძირითადი პრობლემა, რაც პროფლიგის შექმნას აბრკოლებს სპონსორის საკითხია, რომელმაც ეროვნული ლიგის გაშუქებას და ქართულ საკლუბო ფეხბურთს განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. სპონსორია სწორედ ის საკითი, რომელზეც შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის“.