ქუთაისის „ტორპედო“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა – როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკორმა. გულშემატკივართა კლუბის, „ჯუნგლები 1960-ის“ მიერ გავრცელებული ცნობა საქართველოს პირველმა არხმა გადაამოწმა.

„როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკორმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვეს. სამივეს წლების მანძილზე უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი გუნდის წარმატებებში და მათ არაერთი ტიტულიც მოუგიათ ჩვენთან ერთად.

მადლობას ვუხდით ამ დროის მანძილზე გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს ვუსურვებთ კარიერის ახალ ეტაპზე“, – წერია „ჯუნგლები 1960-ის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე და ლევან გეგეჭკორი ქუთაისის “ტორპედოში“ მაშინ თამაშობდნენ, როცა გუნდს კახა ჩხეტიანი წვრთნიდა და არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოიგო.