ქუთაისის „ტორპედო“ ორ ლეგიონერს შეელია #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ ორ ლეგიონერს შეელია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის გუნდი, ქუთაისის „ტორპედო“ ორმა ლეგიონერმა დატოვა – ფედორ სტუკალოვმა და ალაიდინ სალაკუმ. ​ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ორივე ფეხბურთელმა ქუთაისურ გუნდთან კონტრაქტი სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, თებერვალში გააფორმა. ალბანელმა ნახევარმცველმა ალაიდინ სალაკუმ გუნდში 11 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფედორ სტუკალოვი „ტორპედოში“ გვიან ჩაირიცხა. მოსკოვის „ლოკომოტივის“ აღზრდილი 24 წლის ფეხბურთელი  საყრდენი და ცენტრალური ნახევარმცველების პოზიციებზე თამაშობდა. სტუკალოვი 2015 წლიდან „ლოკომოტივის“ სარეზერვო გუნდში თამაშობდა, 2018 წელს ერევნის „არარატში“ ჩაირიცხა. იმავე წლის შემოდგომაზე „არარატ-მოსკვაში“ გადავიდა, საიდანაც 2019 წლის 1 ივნისს წამოვიდა და თავი ვერც ეროვნულ ლიგაში გამოიჩინა – მან სულ ერთი მატჩი ჩაატარა.

დატოვე კომენტარი